შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ემისრული

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ემისრული*

ემისარმა
ემისარზე
ემისრულად
იემისრა,
ათში ცხრა თუ
მტრის კაცია,
გამოუვა ასე ვის რა?

გულს დამასე - შენი სარი,
მეც დაგასე - შენ ისარი,
შენ გგონია - შენის არი,
მე მგონია - ჩემის არი,
არც შენ იცი, არც მე ვიცი,
ტყუილია ფიცი- მტკიცი,
რომ არ არის არავისი!
მტრის სურვილიც ხომ ეს არი,
შევასრულეთ იგი სრულად:
ემისრებმა ემისარი
გავიმეტეთ ემისრულად.
ემისარი - ემისარზე:
“ემისრულად შემისრულა!”

ვა, სამშობლოვ, გულით მინდა,
საცოდაო, გითხრა ის, რო
საქართველო იყავი და
გახდი სრული საემისრო!

- - - - -
*ემისარი (E. emissary L. emissarius)
სახელმწიფოს ან პოლიტიკური ორგანიზაციის არაოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც სხვა ქვეყანაშია გაგზავნილი სხვადასხვა, როგორც წესი, საიდუმლო დავალებით.
Laravel

კომენტარი

1
დავით ანასტასიადის
კარგი ლქსია
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →