ჩანაწერი
Laravel
გონდოლიერა. მუტა-მორეტა
ნინო დარბაისელი
გონდოლიერა. მუტა-მორეტა*
სიღრმეში ჩადის ვენეცია და
ძველ გონდოლაზე ჩვეულ იერით
ტურისტებს უხმობს გონდოლიერი.
გონდოლიერი გრძნობს ღრმა მორევთა,
წყლებს - შიგნით მღელვარს,
გარეთ - მდორეთა,
სიმღერით ვის სულს მოუხმობს ნეტა,
თუ უნდა მხოლოდ ხელში - მონეტა,
ასაღებს ამბებს ძველ ,,ამორეთა”
და მეც დამსხმია საღამო რეტად,
მორეტა - მუტა,
მუტა - მორეტა!
ცხოვრება მუდამ - ახლა თუ მაშინ -
- შავი ნიღბების არის
თამაში.
სიბნელე უყვარს, ვინც იცუღლუტა,
ვინც ვის შეერწყო ან გაებუტა,
ვინც ვის ჩაუწვა ან ჩაეხუტა
და სურდა, ვნებას ბნელში ებჟუტა,
ვნებათა სრუტემ ვინც შეისრუტა,
სხვა ყველაფერი - ანაცარტუტა…
მუტა - მორეტა,
მუტა - მორეტა,
მუტა - მორეტა,
მორეტა - მუტა!
დილისთვის დასრულდა იგი კარნავალი
აწყვეტილ მეტრფეთა და მეამბორეთა.
წახვედი, ვერ გითხრა იმ ქალმა სახელი,
ამბავი მრავალი
ყოფილ მეტოქეთა - ტუჩებმა მოკეტა,
რადგანაც კბილებით ეჭირა მორეტა.***
მარტო დარჩენილი სულ მოიკუტა,
მორეტა,
მორეტა,
მორეტა,
მუტა!
- - -
*ამჟამად კლასიკური მუსიკის ჟანრი. გენეტიკურად - მომდინარე ვენეციელ მენავეთა, გონდოლიერთა ხალხური სიმღერებიდან.
** ვენეციური შავი ხავერდის ნიღბები მხოლოდ ქალებისათვის.
ახლა სუვენირებად იყიდება, პლასტიკატისა და სხვადასხვა მასალისა.
*** მორეტა-მუტას - შავ ნიღაბს შიგნიდან ჰქონდა პირში ჩასადები შვერილი და ასე ,, მაგრდებოდა” ქალის სახეზე. ანუ ქალს არ შეეძლო, თან ნიღბით დაემალა ვინაობა, თან ელაპარაკა კარნავალ-ორგიის დროს.

კომენტარი
0