ჩანაწერი
Laravel
რომი ზამთარში
ნინო დარბაისელი
რომი - ზამთარში
მადლობა ფოტოსთვის, რა კარგი ფოტოა!
ჩანს, მანდაც აცივდა, რომ რომშიც მოთოვა.
ეს რა თვალწარმტაცი, ნაცნობი ხედია.
პეტრეს ბაზილიკაც - მანდ გამიხედია.
ქუჩებში აღარ ჩანს მნახველთა გუნდები,
მე ზაფხულს ვიხსენებ, ფიქრით დავბრუნდები.
ალბათ მოიყინა ტრევის შადრევანი,
ხურდის გადამყრელთა იყო სად - რევანი.
ისვრი ერთ მონეტას? - რომში დაბრუნდები.
მანამდე - კვლავ რომზე ოცნებას უნდები.
ორი - აღარ ნიშნავს მხოლოდ დაბრუნებას,
იპოვი სიყვარულს. (გაუგებ გუნებას?!)
სამი მონეტა კი ისეთი წილია,
თან ხომ სიყვარული, თანაც - ქორწილია.
მე- მუჭით ჩავყარე, რაც მქონდა, ხურდები,
არ ვიცი, რას ნიშნავს, მაგიტომ ვხურდები?
მაგიტომ ვოცნებობ, მანდ ღამენათევი,
გადასახედიდან ვნახო გუმბათები.
მადლობა, დათოვლილ რომს ვეალერსები.
მასზე არ მელევა ლექსები, ლექსები.
“შენ - არსად წასულხარ, - ხმა ბებუბუნება-
როგორ გამოგივა რომში დაბრუნება?”
მადლობა ფოტოსთვის,
სხვას კიდევ მოველი,
გახსოვთ, მოედანზე მტრედები გუნდებად?! - დიდები - დიდებად, ხუნდები - ხუნდებად.
არ ყოფნით საკენკი, სულ მეტი უნდებათ.
ასეა! - ყველა გზა და ფიქრი ყოველი, ფიფქივით მთოველი,
კვლავ თქვენთან ბრუნდება,
კვლავ რომში ბრუნდება!
რომი - ზამთარში
მადლობა ფოტოსთვის, რა კარგი ფოტოა!
ჩანს, მანდაც აცივდა, რომ რომშიც მოთოვა.
ეს რა თვალწარმტაცი, ნაცნობი ხედია.
პეტრეს ბაზილიკაც - მანდ გამიხედია.
ქუჩებში აღარ ჩანს მნახველთა გუნდები,
მე ზაფხულს ვიხსენებ, ფიქრით დავბრუნდები.
ალბათ მოიყინა ტრევის შადრევანი,
ხურდის გადამყრელთა იყო სად - რევანი.
ისვრი ერთ მონეტას? - რომში დაბრუნდები.
მანამდე - კვლავ რომზე ოცნებას უნდები.
ორი - აღარ ნიშნავს მხოლოდ დაბრუნებას,
იპოვი სიყვარულს. (გაუგებ გუნებას?!)
სამი მონეტა კი ისეთი წილია,
თან ხომ სიყვარული, თანაც - ქორწილია.
მე- მუჭით ჩავყარე, რაც მქონდა, ხურდები,
არ ვიცი, რას ნიშნავს, მაგიტომ ვხურდები?
მაგიტომ ვოცნებობ, მანდ ღამენათევი,
გადასახედიდან ვნახო გუმბათები.
მადლობა, დათოვლილ რომს ვეალერსები.
მასზე არ მელევა ლექსები, ლექსები.
“შენ - არსად წასულხარ, - ხმა ბებუბუნება-
როგორ გამოგივა რომში დაბრუნება?”
მადლობა ფოტოსთვის,
სხვას კიდევ მოველი,
გახსოვთ, მოედანზე მტრედები გუნდებად?! - დიდები - დიდებად, ხუნდები - ხუნდებად.
არ ყოფნით საკენკი, სულ მეტი უნდებათ.
ასეა! - ყველა გზა და ფიქრი ყოველი, ფიფქივით მთოველი,
კვლავ თქვენთან ბრუნდება,
კვლავ რომში ბრუნდება!
Laravel
კომენტარი
0