შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ბოა

ნინო დარბაისელი

ბოა

მოხვევის სითბოა,
მოხველი სით, ბოა?
რამდენჯერ მესიზმროს ის - მარი!
რად მდევ, ჯერ მესმის როს -სიზმარი,
გამოჩნდა კი, სერზე - ბოა
და ქალი - დაქალი-
კისერზე - ბოა!

- - -
*ბოა- შხამიანი გრძელი გველის სახეობა
ბოა- ქალის ბუნებრივი ან ხელოვნური ბეწვისგან დამზადებული გრძელი, ჩამოკონწიალებული “შარფი”.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →