შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

პარარა-პარა!

ნინო დარბაისელი

პარარა - პარა!

სხვაა - ცხოვრება, სხვაა - მასზე სხვისი ნაბოდი!
მე - სიბერისთვის ბავშვობიდან ვემზადებოდი,
მე - სიბერისთვის ისე კარგად ვემზადებოდი,
ამ მზადებაში რეალობით ვიხარე როდი,
მთელი ცხოვრება აღმა-დაღმა რისთვის დავრბოდი?!
მინდოდა, ბოლოს მეც მენათა და მელამპარა,
თან ვღიღინებდი:
პარარარა- პარარა - პარა!…

და ვერც გავიგე,
ამასობაში
თვითონ სიბერე წყნარად როგორ წამომეპარა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →