შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ირმისა

ნინო დარბაისელი

ირმისა

როგორც ირემმა ნდობით გამოგიშვიროს ყელი,
ნიშნავს ხსენება შვილის, რომ ხიფათს არვინ ელის.

როგორც ირემმა ნდობით ხელზე აგისვას ენა,
ნიშნავს, შვილიშვილს თუკი ახსენებს, არ სდევს წყენა!

თუ მეგობარი ვერ გრძნობს, რომ ენდობიან მაშინ
და ეჩვენება ფალში სრულიად გულწრფელ ხმაში,

რაღაც ვერ არის რიგზე, რაღაც ჩრდილია შუა
საფიქრელია, ნეტა, მართლა ძმობილი თუა.

რად ხარ, ცხოვრებავ ასე დაუნდობელი, მწველი,
რატომ უმიზნებ მახვილს, თუ ჩანს შიშველი ყელი?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →