ჩანაწერი
Laravel
სიზმრად დიდი კაცი ნახო - ბედს ეწიო
ნინო დარბაისელი
სიზმრად დიდი კაცი ნახო - ბედს ეწიო
არ გელათ ან გაენათელი,
მესიზმრა კაცი - მამათელი,
ყისმათიანი თუ ყისმათელი.
არც რომ - ჩემიანი, არ - მათელი,
ბნელს გადაჰფენოდა რა ნათელი!
- შვილს რომ ვერ ეღირსე, მამათ ელი?
გეყო ბაასი და კამათები!
ამათ მისდიე და ამათ ები?
სიტყვები ისმინე ამათები?
შენს გზას გაუდექი!
ამად ელი?!
მიდი, გააგორე კამათელი!
შენ - შენი წილი უნდა ყარო,
შენი ფიქრი უნდა გაიმყარო,
გასაყრელს - უნდა გაეყარო,
შესაყრელს - უნდა შეეყარო,
გადასაყრელია? - გადაყარო,
სადაც ვერ დადგები - აიყარო,
ასეა მოწყობილი ეს სამყარო!
მესიზმრა კაცი - მამათელი,
ათასერთხელაც - განათელი!
ავკეთილიანი, განა მრთელი!
…
რისი ბედი და იმედი?!
გინდ, იმედის მესამედი!
გამწყრომია შემოქმედი,
ვიყავი და დავრჩი ყბედი…
სიზმრად დიდი კაცი ნახო - ბედს ეწიო
არ გელათ ან გაენათელი,
მესიზმრა კაცი - მამათელი,
ყისმათიანი თუ ყისმათელი.
არც რომ - ჩემიანი, არ - მათელი,
ბნელს გადაჰფენოდა რა ნათელი!
- შვილს რომ ვერ ეღირსე, მამათ ელი?
გეყო ბაასი და კამათები!
ამათ მისდიე და ამათ ები?
სიტყვები ისმინე ამათები?
შენს გზას გაუდექი!
ამად ელი?!
მიდი, გააგორე კამათელი!
შენ - შენი წილი უნდა ყარო,
შენი ფიქრი უნდა გაიმყარო,
გასაყრელს - უნდა გაეყარო,
შესაყრელს - უნდა შეეყარო,
გადასაყრელია? - გადაყარო,
სადაც ვერ დადგები - აიყარო,
ასეა მოწყობილი ეს სამყარო!
მესიზმრა კაცი - მამათელი,
ათასერთხელაც - განათელი!
ავკეთილიანი, განა მრთელი!
…
რისი ბედი და იმედი?!
გინდ, იმედის მესამედი!
გამწყრომია შემოქმედი,
ვიყავი და დავრჩი ყბედი…
Laravel
კომენტარი
0