ჩანაწერი
Laravel
ერთი მოხედვა
ნინო დარბაისელი
ერთი მოხედვა
ერთ მოხედვას
მომაკვდავი სიყვარული კი არა და,
გადადებული ადამიანიც კი მოიხედავს -
ფერზეც მოვა,
მადაზეც და ხასიათზეც.
რაღაცეებს ენამახვილობს,
სულ ისეთ რამეები აცინებს,
ადრე რომ არც კი გააღიმებდა.
წამომჯდარი იცინის,
იცინის…
გამოუცდელი საჭირისუფლენი
იმასაც კი გაიფიქრებენ,
აგე, ჯანზეც მოვიდა,
რა ნაადრევად გამოვიტირეთო.
ზოგნი ერთმანეთს რაღაცნაირი, ნიშნისმოგებითი გაკვირვებით,
მალულად შესცქერიან.
სახელს ვეღარაფერს არქმევენ დაბნეულები.
პატარა ამბავი ხომ არაა!
ლამისაა და, ყველა გეგმა ჩაეშალოთ,
ლამისაა იმდენთან შერცხვნენ,
“გაცუდებულან სამზადისნი - უვარგონია?!”
და რა გგონია?!
ამას მოჰყვება რამ აგონია.
ხარ დაისრული!
დასასრული…
ერთი მოხედვა
ერთ მოხედვას
მომაკვდავი სიყვარული კი არა და,
გადადებული ადამიანიც კი მოიხედავს -
ფერზეც მოვა,
მადაზეც და ხასიათზეც.
რაღაცეებს ენამახვილობს,
სულ ისეთ რამეები აცინებს,
ადრე რომ არც კი გააღიმებდა.
წამომჯდარი იცინის,
იცინის…
გამოუცდელი საჭირისუფლენი
იმასაც კი გაიფიქრებენ,
აგე, ჯანზეც მოვიდა,
რა ნაადრევად გამოვიტირეთო.
ზოგნი ერთმანეთს რაღაცნაირი, ნიშნისმოგებითი გაკვირვებით,
მალულად შესცქერიან.
სახელს ვეღარაფერს არქმევენ დაბნეულები.
პატარა ამბავი ხომ არაა!
ლამისაა და, ყველა გეგმა ჩაეშალოთ,
ლამისაა იმდენთან შერცხვნენ,
“გაცუდებულან სამზადისნი - უვარგონია?!”
და რა გგონია?!
ამას მოჰყვება რამ აგონია.
ხარ დაისრული!
დასასრული…
Laravel
კომენტარი
0