შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

რედნორის ტბაზე

ნინო დარბაისელი

რედნორის ტბაზე

რედნორის ტბაზე - ლაპარაკობს მთელი ბუნება.
ვინც აქ სეირნობს, არ მოელის დაძაბუნება.

რედნოროს ტბაზე მზე აფრქვევდა სუნს და სურნელებს,
რედნორის ტბაზე- ბაასობდნენ ციყვი და იხვი:
ის - ჭკვიანია, ვინც ათას კაცს გაასულელებს,
ათას კაცს საღი გონებისკენ - მოუხმობს ბრიყვი!

დიაგონალზე დააფრინდა ტბის სარკეს გედი:
ვინც ბრიყვს რაიმეს აუხსნისო, ის არის ყბედი!

ამასობაში ამეტყველდა დედა ირემი:
რა სჭირსო ამ ხალხს, მათი ცქერით გადაირევი!
ირემს ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ თავისი შვლები.
მოდი და მათი შემხედვარე - ნუ შეიშლები.

და კუნძზე - მძორის მოლოდინში იჯდა ყორანი.
თქვა:- ყველაფერს სჯობს ქვეყნად მუცლის ამოყორვანი!

იქვე, ჭაობში, მწვანე ტოტზე - მწკრივად კუები.
გულო მითხარი, მშვიდ ფიქრს რატომ ვერ ეპუები?!

ბალახში ხტოდა და გარბოდა უცებ ჩიფ-მანკი:
გამოსწორება სხვისი გსურდეს, - არისო მანკი.

ტოტზე იწვა და ნებივრობდა უხსენებელი,
თქვა: - გაჭირვებულს არავინ ჰყავს უხვზე მვნებელი.

გამოეფინენ გარეული ინდაურები…
ეს - აქაური, თქვენ მიამბეთ მანდაურები,
ბილიკს - ნახერხი?! რა - ურიკა! - მინდა ურემი.

რედნორის ტბაზე დავსეირნობ, გამირბის ფიქრი.
ასე მგონია, საქართველოვ, უფსკრულში მიჰქრი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →