ჩანაწერი
Laravel
თვითგადარჩენა
ნინო დარბაისელი
თვითგადარჩენა
ჩვენი მთავარი სიყვარული ჩვენგან რომ მიდის,
ღმერთო, ო როგორ გვეშინია ორმოსი დიდის.
ვინც კი შეიძლებს, როგორც შეიძლებს, დაფარავს ძველ ძვლებს
და შენაჩვენებს ერთიანად დაფლავს ნარჩენებს,
სწრაფად შეავსებს ვინმე ახლით - გადარჩენილი.
სულ ამაოა ლოცვა - ვედრება!
წასულს - ახალი განა რამით კი შეედრება!
ვართ გადამტანი უკვე მაგდენის?
რა მინაქარი?
თვითგადარჩენის რა ძლიერად გვიბერავს ქარი,
საით მიგვდენის
რაღაცა ძალა უჩინარი, (იქნებ - ჩენილი?)
რომ დიდი ორმო ამოვავსოთ - საბედისწეროდ პირდაფჩენილი?
ქვეყნად ვერავინ სხვას ვერასდროს ვერ ენაცვლება,
გამოდის მხოლოდ შენაცვლება თუ ჩანაცვლება.
ეს სიბრძნე ძველი - ძველ ტკივილებს არ დამიამებს.
ზოგიც მათ ვკითხოთ - ჩამნაცვლებელ ადამიანებს!

კომენტარი
0