შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ძველუბნური (ციკლიდან - ეტიუდები)

ნინო დარბაისელი

ძველუბნური
(ციკლიდან - ეტიუდები)


ამინდია უკვე თესვის.
ვის მიართვეს? უკეთეს - ვის?
დრო დამდგარა უკეთესის.
ეს -ვის?
ეს - ვის?
უკეთ ესმის?

რა ჭირი და სიდუხჭირე?!
საქმე ნუღარ გააჭირე,
გეყო, ცრემლებს მოუჭირე!
ეს - რა პოზა დაიჭირე?
გასაჭორი - გაიჭორა?
ენას კბილი დააჭირე!
მაჭარია? - რის მაჭარი?
ჭურში ღვინო - ჩაიჭურა.
ჭერი იყო? - აიჭერა,
შენ - გმირი ხარ, მე ვაჭარი…
ახლა უკვე ავიჭერი,
ბარემ ყელი გამომჭერი,
საქმე ნუღარ გააჭირე!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →