შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გახსნილებისა. ვრცელი ეპიტაფია

ნინო დარბაისელი


გახსნილებისა. ვრცელი ეპიტაფია

მაინც როდის გინდა გაიხსნილო,
სიწრფელით რას გინდა შეედარო,
სიტყვავ - არასდროს დაცდენილო
და ამიტომაც შეუმცდარო!

რამდენიც გინდა, მედიდგულო,
როგორ გამოგივა, შარს შემყარო,
ნაბიჯო, არასდროს გადადგმულო
და ამიტომაც უტყუარო.

სრული სიშიშვლით ტანმოსილო,
ორთა - საერთო სიმარტოვევ!
შენ, ჩემო ამო სულო, არ მოსულო,
ვეღარც ვერასოდეს მიმატოვებ!

გინდაც, გადმომეგდო ხილვის ბადე,
თავთით დაგჯდომოდი ლოცვა-კდემით.
შვილო, რაკი აღარ დამებადე,
აღარც არასოდეს მომიკვდები!

გინდაც, სულ ჩემად დამეგულე,
გინდაც, შემომევლო ირგვლივ მთები,
ცხოვრებავ, არასდროს დაწყებულო,
აღარც არასდროს დამთავრდები.

ვიშვი, ვიზარდე და ჩავიარე.
სიცოცხლე - აქ - მიწაა, მაღლა, იქ-ცა!
კვდომა კი ყოფილა შავი არე,
უსმელი ფიალა შიგ ჩაიქცა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →