ჩანაწერი
Laravel
ლაველასური (სონეტი)
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ლაველასური
(სონეტი)
მანერა - რბილი, ენა - ტკბილი,
ლაველასური.
ბევრიც მოწყვიტე აკოკრილი
ვარდი სასური.
ლამაზი?! ასი თუ ათასი,
ათიათასი!
წესიერისა და ტურფასი
იცოდი ფასი.
ჰო, კლარისაა - ყველა ქალი,
შენ - ლაველასი!
თითქოს გევალა გაუმქრალი
ტრფობა ყველასი.
უქრება სასო, ელის შველასო,
შენ?!- ლაველასო!
ნინო დარბაისელი
ლაველასური
(სონეტი)
მანერა - რბილი, ენა - ტკბილი,
ლაველასური.
ბევრიც მოწყვიტე აკოკრილი
ვარდი სასური.
ლამაზი?! ასი თუ ათასი,
ათიათასი!
წესიერისა და ტურფასი
იცოდი ფასი.
ჰო, კლარისაა - ყველა ქალი,
შენ - ლაველასი!
თითქოს გევალა გაუმქრალი
ტრფობა ყველასი.
უქრება სასო, ელის შველასო,
შენ?!- ლაველასო!
Laravel
კომენტარი
0