შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მზე-ქვის სონეტი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მზე-ქვის სონეტი

პირამიდის წვერზე მზე რომ გაიშლება,
სიცივეა ჯერაც.
თუკი შეესწარი, იტყვი: აი შვება,
სასწაულის მჯერა!

ღვიძავთ ბედუინებს, ლანდებს მონაყინებს
აფრთხობს ნაყვირები.
ყარან აქლემები. ვირს რა აყროყინებს?
ყრია აღვირები.

შარდის მძიმე სუნი მზეში გამძაფრდება,
ყნოსვა ეგუება.
ქრება მოჩვენება - მოქათქათეფრთება,
გული გეგულება.

მოკვდავს ერჩის ოდენ აწმყო და მერმისი,
ქვაა - მარადისი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →