ჩანაწერი
Laravel
რილკე. ეგვიპტე. გიზა
#ლექსები
ნინო დარბაისელი
რილკე. ეგვიპტე. გიზა
მოვალ, დაგელოდები დიდი სფინქსის თათებთან.
გამოჩნდები გვიანი, თვალებს მომანათებ თან.
გელის სფინქსი მდუმარე, ვერავისგან ძლეული
და ლოდინში გასულა სამი ათასწლეული.
სილის უდაბნოეთი, ირგვლივ - არე ულევი.
ნეტა აქ რას დავეძებთ თავგზაარეულები.
სადღაც, შორით მოისმის ხმები ბედუინური…
რილკეს - ელეგიები - მახსოვს მე- დუინური.
მისი მოგზაურობა, პაპირუსი, ნილოსი,
ელანდებათ იგი დრო პალმებს სანაპიროსი.
ალბათ რილკეს ხსენებამ გააღვიძა წარსული,
ავსული და არსული, წარსული - დათარსული.
დღისით სილა მხურვალე, ღამ-ღამობით
ცივდება.
ცვდება გადატანილი, სირთულე - მარტივდება.
ბნელში გათამაშდება სცენა ბევრჯერ ნაცადი:
მე ვარ ქალად ქალადი, შენ ხარ - კაცად კაცადი.
ცივა როგორ, ლანდსაც კი გეკრობი ნაციები…
სულ უდაბნოს ბრალია ჰალუცინაციები!

კომენტარი
0