შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სონეტი გზადმიმავალისა

#ლექსები
ნინო დარბაისელი

სონეტი გზადმიმავალისა


- წინ იყურე მუდამ,
ვინც რა უნდა თქვას!
თუ გაივლი მრუდად,
ფეხს წამოკრავ ქვას.

უკან-უკან ცქერით
ვინ წასულა წინ,
ვის დაუხვდნენ ქერით,
ახლა ან უწინ?

ჩხრეკ ამ წარსულს ისევ,
წინაპართას, მზას?
დარდებს შემოისევ
მისდევ პაპათ გზას?

გითხრეს წინდაწინ:
:- წინ იყურე, წინ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →