შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სონეტი გასვენებისა

#ლექსები
ნინო დარბაისელი

სონეტი გასვენებისა

ყველაზე გვიან ვინ იჯერებს ახლობლის სიკვდილს?
- ჭირისუფალი.
უყურებს კუბოს თუმცა თავახდილს,
შიგ უწევს ცალი -

ძვირია კუბო ოქროსფერი სახელურებით,
თაიგულებით.
განაგრძეთ ასე! - ამბობს მკვდარი - მე - მეყურებით
და მეგულებით.

წარმოდგენაა, მიმომსვლელთა შესაქცევარი,
სამ-ოთხ დღიანი,
აბა, რა გინდა? - აბი, თოკი ანდა მტკვარი,
სროლა - ხმიანი?!

ჭირისუფლისთვის?! - ჯდომა მუდამ იქნება ძნელი.
დგას - საკოცნელი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →