შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ვიდრე გაიავდრებდა

#ლექსები
ნინო დარბაისელი

ვიდრე გაიავდრებდა

(ციკლიდან - ეტიუდები)

,,ქარმა არივ-დარია ჟამ-კარი და ცა.
ღმერთო, რა ავდარია, ცა ზედ დაგვექცა.

ვიდრე გაიავდრებდა, ველი გადახმა,
მოისმოდა შორიდან ჭრიჭინათა ხმა.

მანდ კი მზე მოჰფენია ია-ვარდს და ნეხვს,
ვის- ახარებს, ხოლო ვის - რისხვას დაატეხს.

მთვარე - ტოლად ანათებს სასახლეს თუ ჭვავს,
ბადრია თუ ნამგალა, არასოდეს წვავს,

დარი ძველი დაირის, დარი ბეჭდის თვლის,
მშვიდად დაიარება და ვარკვლავებს თვლის.

ვარსკვლავების რა გითხრა, ერთი ბაძავს მზეს,
ერთი - მთვარის სინაზეს, ვნებას, მუდამ ზეს”...

დრომ ეს ძველი წერილიც როგორ გაცრიცა!
რაღა დაგვრჩა ზიარი? ცა და მარტო ცა.ს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →