ჩანაწერი
Laravel
სფინქსი
#ლექსები
ძველია, 2016 წელიო. ვიპოვე , ექსპრომტი ყოფილა და ცოტა დავამუშავე
სფინქსი
(იუმორესკა)
სფინქსის ყურქვეშ ჩიტებს უდევთ ბუდე.
გზა იქამდე - ცხელია და მრუდე.
ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის,
შემკრთალია ლანდი გადამზიდის
და არავის ჰყოფნის ეშმაკობა,
ერთხელ მაინც შეეკითხოს ქოფაკს,
რა აყეფებს ისე გახელებით,
რომ ფრთხებიან მუდამ მნახველები.
რომ ფრთხებიან ცხენ-ვირ-აქლემები:
- ავიწყვიტე, ჯაჭვით აქ მე - ვები!
გამიყოლეთ! ვიცი, გზაა დიდი.
მეც ხომ მინდა ნახვა პირამიდის.
ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის.
2016
ლექსის დასაწყისი მეტაფორად ჩანს. თითქოს პლასტებში ჩაღრმავების საშუალებას იძლევა: სფინქსი - წარუვალობა და ჩიტები - წარმავალობა. სფინქსი - მარადიული მაცნე და ჩიტები- მისი წარმავალი ,,მესინჯერები” და ასე შემდეგ.
მკითხველის უფრო დიდფრთებიან ფანტაზიას არ გაუჭირდება , ხიდიც გააბას ანდაზასადაწარუვალ წარმავალობას შორის და დაასკვნას. რაკი მიზანს დაისახავ, გზიდან აღარ გადაუხვიო , უკეთესია, ხელის შემშლელს გაუგო, მასში მოკავშირე ეძებო, ინტერესი გაითვალისწინოო და მისთ.
არადა, ადრე თავშესაქცევად დავწერე ფბ - მეგობრებთან საუბრისას.
სფინქსის ყურქვეშ რომ ნამდვილად ჩიტების ბუდეა, ფოტოს ნახვა შეგიძლიათ ფეისბუქის ჩემს გვერდზე.

კომენტარი
0