ჩანაწერი
Laravel
კაირო. გიზა
#ლექსები
ნინო დარბაისელი
კაირო. გიზა
(სონეტი)
ქვეყანა ძილს რომ დაიმძიმებს,
ჩემთან გამოდი,
დე, მიეძინოთ მუეძინებს
ბნელ საღამოთი!
და ანათებდნენ მეჩეთები,
აქ სიშორეში,
შემოვილიე მე - “ჩათები”,
აღარ მოვეშვი!
ვიხილოთ ღამის პირამიდა -
მართლა ახლოდან.
მე ხეტიალი - შენთან მინდა,
მინდა ვახლო თან
ხელი გრილ კედელს, ხაოს მისას-
- მარადჟამისას.
ნინო დარბაისელი
კაირო. გიზა
(სონეტი)
ქვეყანა ძილს რომ დაიმძიმებს,
ჩემთან გამოდი,
დე, მიეძინოთ მუეძინებს
ბნელ საღამოთი!
და ანათებდნენ მეჩეთები,
აქ სიშორეში,
შემოვილიე მე - “ჩათები”,
აღარ მოვეშვი!
ვიხილოთ ღამის პირამიდა -
მართლა ახლოდან.
მე ხეტიალი - შენთან მინდა,
მინდა ვახლო თან
ხელი გრილ კედელს, ხაოს მისას-
- მარადჟამისას.
Laravel
კომენტარი
0