ჩანაწერი
Laravel
ნარკოზის სონეტი
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ნარკოზის სონეტი
(სონეტის დრამატიზაციაში ვვარჯიშობ, დედი, ისე, სტამბულის კაჟივითა ვარ!)
სამკალი - მართლა უხვია,
კალია-ღაა მომკალი.
- ჭრილობა გადაუხვია?-
- ნერსის ხმა, ხელში - ბოკალი,
ბოკალში - ლიმონათია,
არა რამ ალკოჰოლი და
ეკუთვნის, ღამე ათია.
რაღაცა მესმის ჰოლიდან?!
ადგილობრივი ნარკოზი?
- ალბათ მთლიანი ერჩია.
ხახა მაქვს ამონაგოზი.
რა მტკივა? რაღაც - ფერდშია!
ახლა თუ არ ხარ მომკლავი,
ღმერთო, სჯობს გამიხმო მკლავი.
ნინო დარბაისელი
ნარკოზის სონეტი
(სონეტის დრამატიზაციაში ვვარჯიშობ, დედი, ისე, სტამბულის კაჟივითა ვარ!)
სამკალი - მართლა უხვია,
კალია-ღაა მომკალი.
- ჭრილობა გადაუხვია?-
- ნერსის ხმა, ხელში - ბოკალი,
ბოკალში - ლიმონათია,
არა რამ ალკოჰოლი და
ეკუთვნის, ღამე ათია.
რაღაცა მესმის ჰოლიდან?!
ადგილობრივი ნარკოზი?
- ალბათ მთლიანი ერჩია.
ხახა მაქვს ამონაგოზი.
რა მტკივა? რაღაც - ფერდშია!
ახლა თუ არ ხარ მომკლავი,
ღმერთო, სჯობს გამიხმო მკლავი.
Laravel
კომენტარი
0