ჩანაწერი
Laravel
ხვალ რა იქნება
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ხვალ რა იქნება
თუ ვერ გადავრჩი, თავს მოუარე!
არ გააუქმო ბილეთი ნიცის,
ხვალ - სანატრელი - დღეს - ვიუარე.
ხვალ - რა იქნება, არავინ იცის!
აწმყოთი ვცხოვრობთ, წარსული გვრჩება.
მზის მოკაშკაშის, ცის მოლიცლიცის
გვაქვს მოლოდინი. (არ მოგვირჩება?)
- ხვალ - რა იქნება, არავინ იცის!
ვფიქრობთ, ვიქნებით დამძლეველები
აკრძალვის ანდა უარის მტკიცის!
დღეს - გეხუტები, თავზე გევლები,
ხვალ - რა იქნება, არავინ იცის!
რას ველოდით და ვის რა მოგველის.
ვართ ერთგულნი თუ გამტეხნი ფიცის,
დანაღმულისა შიში გვაქვს ველის.
ხვალ - რა იქნება - არავინ იცის!
ნინო დარბაისელი
ხვალ რა იქნება
თუ ვერ გადავრჩი, თავს მოუარე!
არ გააუქმო ბილეთი ნიცის,
ხვალ - სანატრელი - დღეს - ვიუარე.
ხვალ - რა იქნება, არავინ იცის!
აწმყოთი ვცხოვრობთ, წარსული გვრჩება.
მზის მოკაშკაშის, ცის მოლიცლიცის
გვაქვს მოლოდინი. (არ მოგვირჩება?)
- ხვალ - რა იქნება, არავინ იცის!
ვფიქრობთ, ვიქნებით დამძლეველები
აკრძალვის ანდა უარის მტკიცის!
დღეს - გეხუტები, თავზე გევლები,
ხვალ - რა იქნება, არავინ იცის!
რას ველოდით და ვის რა მოგველის.
ვართ ერთგულნი თუ გამტეხნი ფიცის,
დანაღმულისა შიში გვაქვს ველის.
ხვალ - რა იქნება - არავინ იცის!
Laravel
კომენტარი
0