შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

პალატინის სონეტი - მონორაიმი

ნინო დარბაისელი

პალატინის სონეტი - მონორაიმი

(ვინც ხართ რომში ნამყოფი, ალბათ იცით - პალატინის ბორცვია ერთ-ერთი პირველი, რასაც ტურისტები ნახულობენ)

ბაცი მომწვანო პალატა და შენ - ბუნებით მორცხვი,
მე - სანახავად მოსული. პარკით - ვაშლი და მოცვი.
ტუმბო. ზედ რაღაც სასმელი და ერთი ხელსახოცი.
უაზრო სიტყვა : - შენზე წინ სხვებია დასახოცი!

რა გვაცინებდა, აგვიტყდა ორივეს რა ხორხოცი!
- გახსოვს, რომში რომ დაგკარგე? იყო მაისის ოცი,
მე - შენი მეხსიერებით ერთხელაც განაოცი:
ვამბობ:- ეგ რამ მოგაგონა, წელია მთლად ორმოცი!

ფეხით რამდენი ვიარეთ, ფოტოა - წარუხოცი.
ფულიც დაგიდე, ძველი ვთქვი - “მიციამ იცის მოცი! ”
ზედ მოვაყოლე გიშერი, ტაძარში შენალოცი.
თქვი: - სიკვდილს არ ენაღვლება შენი ნაცი და ქოცი!

მაინც, რა კარგად გადარჩი, საქმეა მოსალოცი!
- ცალძუძუ ვარო, გამთხარეს, ვით პალატინის ბორცვი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →