შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჩიტური ენა (სონეტი- გამოცანებიდან)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჩიტური ენა
(სონეტი ციკლიდან - გამოცანები)

საკენკი ჰქონდა ერთი მუჭა და
-არა რამ - ასაწონი.
კაცს სახალისო არც რა უჩანდა,
ვერ ნახა “ჩიტი - სწორი”!

და რაკი მაინც ვერ მოისვენა,
მიზანი ჰქონდა რაკი,
მან შეისწავლა ჩიტების ენა,
ჩიტური ლაპარაკი.

რა აღასრულა ეს საქმე ძნელი,
რაც მიზნად დაისახა,
გაფრენილიყო ყველა მსმენელი
და ბახალა-ღა ნახა.

მაისის წვიმა - ბუდეებს რეცხავს,
ეჰ, ვინ იპოვის მერცხალს!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →