ჩანაწერი
Laravel
ღალატის სონეტი
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ღალატის სონეტი
დაიღალა გული დარდის მოდებით,
არას ვეძებ ცრემლის მოსაყვანად.
შორებლისგან - ღალატს ნუ ელოდები,
საღალატოდ - ახლობლები გვყვანან.
ფიქრობ, მოვა ვინმე ცხრამთისიქიდან,
კარავს დასცემს, შენთან თუკი დარჩა!
გამოსაქვითს ეძებ? - გამოიქვითა,
გარეღალატს ეძებ, გარე - არ ჩანს!
რატომ ხდება?! მიზნები გაქვთ საერთო,
დგება წამი, გეგმა ებრძვის მიზანს
და გიმეტებს, თუკი ბრძოლით გაერთო,
მერე გიკვირს, ზოგი რას არ იზამს!
რა ქნა, როცა მათში არის მთავარი
მოღალატე - თავი საკუთარი.
ნინო დარბაისელი
ღალატის სონეტი
დაიღალა გული დარდის მოდებით,
არას ვეძებ ცრემლის მოსაყვანად.
შორებლისგან - ღალატს ნუ ელოდები,
საღალატოდ - ახლობლები გვყვანან.
ფიქრობ, მოვა ვინმე ცხრამთისიქიდან,
კარავს დასცემს, შენთან თუკი დარჩა!
გამოსაქვითს ეძებ? - გამოიქვითა,
გარეღალატს ეძებ, გარე - არ ჩანს!
რატომ ხდება?! მიზნები გაქვთ საერთო,
დგება წამი, გეგმა ებრძვის მიზანს
და გიმეტებს, თუკი ბრძოლით გაერთო,
მერე გიკვირს, ზოგი რას არ იზამს!
რა ქნა, როცა მათში არის მთავარი
მოღალატე - თავი საკუთარი.
Laravel
კომენტარი
0