შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სონეტი ჭადრაკის გაკვეთილიდან

#ლექსები

ნინო დარბაისელი

სონეტი ჭადრაკის გაკვეთილიდან

ამოცანებს მარტივებს დასცქეროდნენ ბავშვები
და თავს ეკითხებოდნენ “მერე?”, “ამის მერე?”
სვლა რომ არ გამოვიდეს, აი, მერე რას ვშვრები?
მე?! - დაფაზე ბრძოლაში გზები მოვამტვერე!

ვთქვათ და ვერ გადავურჩი მძიმე ოპერაციას,
თუმცა გადარჩენაში თავიც დავიჯერე:
ექთანს ვუწვდი მარჯვენას, დაბადებით ცაცია,
დამშრობია ვენები, სისხლიც შევიჩერე?

გვიანია. ღამეში შენ არ გამეშვი.
რომ ვუხმობდი იმედით, “ქარო, დაუბერე!”
აფრაგაშლილს - შიგ ზღვაში მომელოდა სხვა ეშვი,
მე კი წერა-წერაში თავიც დავიბერე.

…და ის იყო სამღერად ყელი მოვიღერე,
თურმე ეს-ღა მქონია სათქმელ-სასიმღერე!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →