შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მაღვალაკური

ნინო დარბაისელი

მაღვალაკური

(ეს რა უბედურება ყოფილა შექსპირული სონეტი. რაკი ერთხელ დაეჩვევი, სხვა რაღაცის თქმა და წერა გინდება და არ განებებს თავს. მიშველეეეეთ!)

დაბლობები - ამაღლაკე,
ნათლად სახე - ნარისხევი,
რა კერპები - აქანდაკე!
ყლაპე ბრაზი - დასანთხევი?

იამბე და იარაკე,
ვის - რა უცხო მოუყევი?
თავი გაიმაღვალაკე,
ხვეტე ქარის დანარხევი,

ჩასჭერ-ჩააკარაბაკე?
რომ გეგონა, მიირხევი,
როგორც იქნა, გაივაკე,
დაგხვდა წყევის ბნელი ხევი.

ქარში ქროლვით მონახე ვინ?
ხარ - ქაღალდის მონახევი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →