შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მოდილიანი

აბა, საით აქვს ნინოს აღებული სამოგზაუროდ გეზი?

#ლექსები

ნინო დარბაისელი

მოდილიანი

ჯიბეში - პატარა ფანქარი, ქაღალდი.
კაფე “როტონდაში” საღამოს ნახავდით,
შეჭამდა, შესვამდა, რით გადაეხადა?
და სხვა მხატვრებივით, იხდიდა ნახატით.

ვინღა ყიდულობდა?! იმ კაფეს პატრონი.
ყოფილა, კლიენტის პორტრეტს მოხაზავდა,
იქვე მიჰყიდიდა, დრონი - სანატრონი!
რა ადრე წავიდა, სენთან ვერ დაზავდა.

“სხვა - ჩანდა მიხაკად, ვყვაოდი მე - ვარდი! -
შინ დაბრუნებულნი ყვებოდნენ ქალები,
პარიზში, მონმარტრზე ერთ მხატვარს შევყვარდი,
მთელ ზღაპრებს შეთხზავდნენ ფერგანამკრთალები”

რატომ მომაგონდა ახლა მაგალითად?
გზა ფიროსმანისა - სწორი რამ აბრუნდა?
რას როგორ ყვებოდა ფრანგი მარგარიტა,
ნეტავი, პარიზში როდესაც დაბრუნდა?

- ჩემი არ მყოფნიდა? ტვირთად დამადეო
ამბები, მართალი არ იყო არცერთი.
დახედეთ ამ ნახატს, არა - ამადეოს,
ასეთებს ბოლოში მე “პარიზს” ვაწერდი!

მახრჩობდა ვალები, სენი და ჰაშიში,
ბევრიც მოვილიე უცხო დამამდეო,
ჟანამ შემიყვარა ასეთი საშიში,
წაველ და გამომყვა, “ჩემო ამადეო”!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →