შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ერთმა ბრძენმა

#ლექსები
ნინო დარბაისელი

ერთმა ბრძენმა
(ციკლიდან - ეტიუდები)

ერთმა ბრძენმა გვიბრძანა, ბევრი რომ იცოდა:
-კანონები - ბევრია, სამართალი - ცოტა!

დამნაშავე ტიროდა, ყველამ შეიცოდა,
კანონები - ბევრია, სამართალი - ცოტა.

ყველა სხვას ემართლება, თუმცა თავად სცოდა.
კანონები - ბევრია, სამართალი - ცოტა!

თვალაკრულმა თემიდამ ხელი გაიწოდა.
კანონები - ბევრია, სამართალი ცოტა

გულზე ცეცხლი მეკიდა, მაგრამ არ იწოდა.
კანონები - ბევრია, სამართალი - ცოტა.

მე ვერაფერს ვუშველი, ჯვარზეც რომ ვეცო და
ვამბობ, ნეტა რადაა სამართალი ცოტა?

ზოგს რგებია მოზვერი, ზოგს - არც ანათალი.
ღმერთო, გახდა სამყარო ცოდვით სამართავი,
არ ერგება ქვრივ-ოხერს არცა ნაათალი,
შეუწონე ერთმანეთს კანონ-სამართალი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →