ჩანაწერი
Laravel
მერკურული ოქსიმორონი
#ლექსები
ნინო დარბაისელი
მერკურული ოქსიმორონი
ეს რა სიზმარი იყო,
რა საშიშარი, დიდი!
მზე - ყირას დამდგარიყო,
ციდან - ვარსკვლავებს ვყრიდი.
მანძილი - ვკეცე, ვკეცე,
ზღვას - ბასრი დავკარ ხმალი,
მთლად თავი გავიმხეცე,
ვიყავი დიახ, მალი!
მყავდი, მედექი მყარად,
სულეთს - ურდულიც ვადეთ.
მე მიწამც ზედ მაყარა,
რა ამბებია მანდეთ?
გვაწვიმდა მშრალი წვიმა,
გვეკიდა ცივი ცეცხლი.
ჩვენ კენტეულმა წყვილმა
ვხვეტეთ ოქრო და ვერცხლი
და ოქროს მტვერში გბანე
და ვეცხლისწყალიც შესვი…
მოცახცახ- მობაბანევ,
მერკურს* - რად უნდა ფესვი?
გამოღვიძებამ გაქრო,
წყვდიადი ნათობს მჭახე.
შენ - სიმწრით დანაშაქრო -
ისევ სიზმარში გნახე?
- - -
* ეს ლექსი რომ ადვილად გაიგოთ, დაუკვირდით სიტყვა-სახელ “მერკურს”: იგი არის:
1. ღმერთი - ბერძნ მითოლოგიაში
2. ვერცხლისწყლის - შხამის სახელი.
3. პლანეტა პაწაწუნა, მაგრამ მზესთან ყველაზე ახლო.
ნინო დარბაისელი
მერკურული ოქსიმორონი
ეს რა სიზმარი იყო,
რა საშიშარი, დიდი!
მზე - ყირას დამდგარიყო,
ციდან - ვარსკვლავებს ვყრიდი.
მანძილი - ვკეცე, ვკეცე,
ზღვას - ბასრი დავკარ ხმალი,
მთლად თავი გავიმხეცე,
ვიყავი დიახ, მალი!
მყავდი, მედექი მყარად,
სულეთს - ურდულიც ვადეთ.
მე მიწამც ზედ მაყარა,
რა ამბებია მანდეთ?
გვაწვიმდა მშრალი წვიმა,
გვეკიდა ცივი ცეცხლი.
ჩვენ კენტეულმა წყვილმა
ვხვეტეთ ოქრო და ვერცხლი
და ოქროს მტვერში გბანე
და ვეცხლისწყალიც შესვი…
მოცახცახ- მობაბანევ,
მერკურს* - რად უნდა ფესვი?
გამოღვიძებამ გაქრო,
წყვდიადი ნათობს მჭახე.
შენ - სიმწრით დანაშაქრო -
ისევ სიზმარში გნახე?
- - -
* ეს ლექსი რომ ადვილად გაიგოთ, დაუკვირდით სიტყვა-სახელ “მერკურს”: იგი არის:
1. ღმერთი - ბერძნ მითოლოგიაში
2. ვერცხლისწყლის - შხამის სახელი.
3. პლანეტა პაწაწუნა, მაგრამ მზესთან ყველაზე ახლო.
Laravel
კომენტარი
12"რა ამბებია მანდეთ?" ეს კითხვა მოულოდნელი არაა ლექსში? რითმასთვის ხომ არაა გამოჩარხული ხელოვნურად? მოცახცახ- მობაბანევ .აქ ცახცახი ან მობაბანე რომ ამოვიღოთ მგონი არაფერი დაშავდება.ნეოლოგიზმი გამართლებულია მაშინ, როცა სხვაგვარად ვერ იტყვი.
როდესაც პოეტი გადაწყვეტს, რომ ლექსს სპეციალური განმარტებითი სქოლიო (მინიშნება) დაურთოს ბოლოში — „მერკური არის ღმერთი, შხამის სახელი და პაწაწუნა პლანეტაო“ — ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ლექსმა თავისი მისიით თვითონ ვერ გაართვა თავი.
ამას მოაქვს შედეგად თქვენი არასწორი წაკითხვა - ინტერპრეტირება.
მადლობა გამოხმაურებისთვის.
მერკურთან ფესვი რა შუაშია? რითმისთვის დასჭირდა ავტორს, იქნებ რამე აზრია ამაში?
იშრომეთ და იპოვეთ!
რაც შეეხება სიზმრისეულ ცნობიერებას, მას აქვს თავისი ლოგიკა, ხშირად რაციონალური მიდგომით აუხსნელი.
თქვენ - თქვენი დაწერეთ, რა გიშლით ხელს!
კიდევ ერთი მინიშნება საუბარია მკვდართან შეხვედრაზე სიზმარში
კიდევ ერთი საიდუმლო. ლექსში გათამაშებულია ორი ხალხური ანდაზა. იპოვეთ ისინი!
ერთიც ალუზიაა უცნობილესი ხალხური ლექსიდან. ასევე გამოყენებულია წარმართული პლანი პლიუს ქრისტიანობა.
თქვენთან რომ ტექსტის სიღრმეებში ჩაწვდომისაკენ სწრაფვა და უნარი რომ არ შემენიშნა, ასე ხომ არ აგყვებოდით დიალოგში, არა?
ერთ მინიშნებასაც დაგიმატებთ, ეს ლექსი შესრულებულია ქართული სიმბოლისტური ესთეტიკის მონაპოვართა შესაბამისად. ამ გაგებით, თავისებურ რეტროს წარმოადგენს.
ისიც კი ვიფიქრე. რაღაც სტადიამდე კვლავ საინტერესოდ თუ განვითარდებოდა, კომპოზიციურად შემეკრა, ცოტათი დამემუშავებინა, რასაკვირველია, თქვენთან შეთანხმებით და ბეჭდური სახე მიმეცა,
ეს თუ გადაარჩენს ჩვენებრ მოფიქრალ გულებს ამ საგიჟეთში!
https://www.facebook.com/share/p/1N7UqMYib4/?mibextid=wwXIfr
ამ ლექსის თაობაზე, ვფიქრობ, საინტერესო დიალოგი მიმდინარეობს ამ ლინკზე
(მეორე მხარეს კონსტანტინე ჯინჭარაძეს - პირადად საერთოდ არ ვიცნობ, ან საიდან უნდა ვიცნობდე, მაგრამ მექმნება შთაბეჭდილება, რომ კარგი ლიტერატურული ალღო აქვს)
ვნახოთ, სადამდე ჩავალთ!
https://poetry.ge/pages/nino-darbaiseli-stroni/poems/16v-merkuruli-oqsimoroni#comments