შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

გოშიას სონეტი

#ლექსები
ნინო დარბაისელი

გოშიას სონეტი

(გოშია შეაქეს და მგელს შეაჭამესო - (ხალხ.)

მე ვარ გოშია,
არ გეგონოთ ვინმე შოშია!
ამ ჩვენს დროშია,
ბრიყვ გოშიას მუდამ რო შია!

იტყვის გოშია? -
რაც ითქმება - მონაროშია.
ღორი - რკოშია?! -
დაისვენებს მონაკოშია!

განათოშია?-
- მისი ფასი უკვე გროშია!
კანუდოშია?
ელანდება იქნებ დოშია?

მიდი, გოშია!
მგელი - გელის, სამშობლოშია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →