ჩანაწერი
Laravel
გაუგზავნელი - მიხაკჩამჭკნარი ჯიბიდან
#ლექსები
ნინო დარბაისელი
გაუგზავნელი - მიხაკჩამჭკნარი ჯიბიდან
(ლანდი პოეტისა, იქაც მონორაიმს რომ თხზავს)
ჩემო პატარა გოგონია,
იცი, ცხოვრება როგორია?
არც შენ დაგინდობს, რა გგონია,
ამას მოუკვდეს მომგონია!
დღენი აქ - უბადაგონია.
ცდანი - უნიადაგონია.
ჩემო პატარა გოგონია,
იმ გორის იქით რო გორია,
იქ - დაცხრილული ვაგონია,
- სისხლის ღვარი და აგონია.
არ დგანან უბადრაგონია.
ხმანი სულ დასადაგონია.
ჩემო პატარა გოგონია,
გარეთ რაც ისმის - ჟარგონია,
მოვარსკვლავური პაგონია,
სიცოცხლე? - აქ - მონაგონია!
სიკვდილი? - ვერც გასაგონია,
რომ ქრება სული და გონია.
…
… არ შესარგონია.
… შენი სარგონია.
…
ჩემო პატარა გოგონია!
ჩემო პატარა გოგონია!
ნინო დარბაისელი
გაუგზავნელი - მიხაკჩამჭკნარი ჯიბიდან
(ლანდი პოეტისა, იქაც მონორაიმს რომ თხზავს)
ჩემო პატარა გოგონია,
იცი, ცხოვრება როგორია?
არც შენ დაგინდობს, რა გგონია,
ამას მოუკვდეს მომგონია!
დღენი აქ - უბადაგონია.
ცდანი - უნიადაგონია.
ჩემო პატარა გოგონია,
იმ გორის იქით რო გორია,
იქ - დაცხრილული ვაგონია,
- სისხლის ღვარი და აგონია.
არ დგანან უბადრაგონია.
ხმანი სულ დასადაგონია.
ჩემო პატარა გოგონია,
გარეთ რაც ისმის - ჟარგონია,
მოვარსკვლავური პაგონია,
სიცოცხლე? - აქ - მონაგონია!
სიკვდილი? - ვერც გასაგონია,
რომ ქრება სული და გონია.
…
… არ შესარგონია.
… შენი სარგონია.
…
ჩემო პატარა გოგონია!
ჩემო პატარა გოგონია!
Laravel
კომენტარი
0