ჩანაწერი
Laravel
გადამეხადოს
#ლექსები
ეტიუდი იყო, მინდოდა, “დესტრუქციაშეპარული” კონვენცია გამეკეთებინა, სულ დაბალხარისხოვანი რითმები გამომეყენებინა, მაგრამ მოსაწონი ყოფილიყო. ეს გამოვიდა
ნინო დარბაისელი
გადამეხადოს!
რა უცნაური კაცი იყო,
როგორ მიყვარდა! -
ბრძენი მოხუცი,
ებრაელი
მეზობლად მყავდა.
წიგნი - ბიბლია
სულ პირველად
მასთან ვიხილე,
პირველად მისგან შევიცანი
სიბრძნის სიხილე.
შაბათ- კვირობით
შუქს არაფრით არ აანთებდა,
თავის თეფშებზე
სხვის, უწმინდურს
არას დადებდა;
შთამომავლების
გაქართველებულ წეს-ჩვეულებებს,
- არ იკარებდა,
მასში მხოლოდ დარდებს ბადებდა.
მახსოვს,
როდესაც ცოლი - სარა
გარდაეცვალა
სიმსივნისაგან,
მანამდე კი ბევრი იწვალა,
მისი სიკვდილი
თავს დაეცა თითქოს მეხადო,
ის კარში მდგომი
მოსამძიმრეებს პასუხობდა:
,,- გადამეხადოს!”
“გადამეხადოს ლხინშიო” -
-ზოგჯერ დააყოლებდა.
და მოსამძიმრეს
რამე სიტყვით დააყოვნებდა.
წლები გავიდა,
როცა მითხრა:
- ნუ გეგონება,
ვინც სამძიმარზე მოდის -
შენი მოეგონება.
ზოგი - ვალს იხდის,
ზოგი - მოსვლით თავს იპატივებს,
თუ ვინმე ტირის -
საკუთარი მკვდარი ატირებს.
ზოგს გულში იქნებ უხარია,
ვის რას გაუგებ,
გულს ვერ მოუგებ,
ფარდაგადაც თავს თუ გაუგებ.
არ ვარგა,
ვალი წაიყოლო,
და ამიტომაც,
ვისაც რა უნდა ჩვენთვის,
ყველა - გადაგვეხადოს!
ღმერთისოდენა
არ შეუძლია ქვეყნად არავის.
უნდა გიყვარდეს,
მაგრამ ისიც არ დაივიწყო,
თვით ღმერთის გზაზე დამდგარიც კი,
ადამიანი - ღმერთი არ არის!
ეტიუდი იყო, მინდოდა, “დესტრუქციაშეპარული” კონვენცია გამეკეთებინა, სულ დაბალხარისხოვანი რითმები გამომეყენებინა, მაგრამ მოსაწონი ყოფილიყო. ეს გამოვიდა
ნინო დარბაისელი
გადამეხადოს!
რა უცნაური კაცი იყო,
როგორ მიყვარდა! -
ბრძენი მოხუცი,
ებრაელი
მეზობლად მყავდა.
წიგნი - ბიბლია
სულ პირველად
მასთან ვიხილე,
პირველად მისგან შევიცანი
სიბრძნის სიხილე.
შაბათ- კვირობით
შუქს არაფრით არ აანთებდა,
თავის თეფშებზე
სხვის, უწმინდურს
არას დადებდა;
შთამომავლების
გაქართველებულ წეს-ჩვეულებებს,
- არ იკარებდა,
მასში მხოლოდ დარდებს ბადებდა.
მახსოვს,
როდესაც ცოლი - სარა
გარდაეცვალა
სიმსივნისაგან,
მანამდე კი ბევრი იწვალა,
მისი სიკვდილი
თავს დაეცა თითქოს მეხადო,
ის კარში მდგომი
მოსამძიმრეებს პასუხობდა:
,,- გადამეხადოს!”
“გადამეხადოს ლხინშიო” -
-ზოგჯერ დააყოლებდა.
და მოსამძიმრეს
რამე სიტყვით დააყოვნებდა.
წლები გავიდა,
როცა მითხრა:
- ნუ გეგონება,
ვინც სამძიმარზე მოდის -
შენი მოეგონება.
ზოგი - ვალს იხდის,
ზოგი - მოსვლით თავს იპატივებს,
თუ ვინმე ტირის -
საკუთარი მკვდარი ატირებს.
ზოგს გულში იქნებ უხარია,
ვის რას გაუგებ,
გულს ვერ მოუგებ,
ფარდაგადაც თავს თუ გაუგებ.
არ ვარგა,
ვალი წაიყოლო,
და ამიტომაც,
ვისაც რა უნდა ჩვენთვის,
ყველა - გადაგვეხადოს!
ღმერთისოდენა
არ შეუძლია ქვეყნად არავის.
უნდა გიყვარდეს,
მაგრამ ისიც არ დაივიწყო,
თვით ღმერთის გზაზე დამდგარიც კი,
ადამიანი - ღმერთი არ არის!
Laravel
კომენტარი
0