შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დროის ბრუნვა

დროის ბრუნვა
(ეტიუდი)

ეს ცხოვრება ნუ გგონია მშვიდი და მყუდროო,
მზე ჩავა და მზე ამოვა,
მარადია - დროო.

უთქვამთ ძველებს, დაიხსომე სამუდამოდ, რომო
კარგიც წავა, ცუდიც წავა, ასე იცის დრომო.

და ნადავლს რომ თვალს მოავლებ კმაყოფილად როსო,
სულ გახსოვდეს, ეგ ნადავლი არად უღირს დროსო.

ცაში - ლაღი, გემბანზე - კვდება ალბატროსი,
ამიტომაც
გეშინოდეს დროის ანუ დროსი.

გაიტანჯე მწარე ყოფით, უსახლ- უსაყდროთი?
ყველაფერი მოგვარდება დროით ანუ დროთი.

ცაში მიჰქრის ოქროს რაში, ლაღად, უმხედროდო
და დროდადრო მოგანდომებს, ნეტა ვიქცე დროდო!

პირქუშო თუ პირყომრალო და შენც, პირბადროო,
საბოლოოდ გაგასწორებთ ერთმანეთთან დროო.

2013
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →