ჩანაწერი
Laravel
მძიმე ლექსი ტარიელ ჭანტურიას
ნინო დარბაისელი
მძიმე ლექსი ტარიელ ჭანტურიას
რაც ლაღობა ჩვენ სიკვდილზე გაგვეგონა, მისგან ვიცით,
ულაღობო აღარც გვახსოვს, თუნდა ფიცით დავამტკიცით!
სიმწრის გზაზე მარტო იდგა, სულ სიცილით გაიკვალა.
ტკივილს ჩვენ არ გვიჩვენებდა, მარტო ზიდვა ედო ვალად.
სიკვდილს ენა შეაჩვია. ლექსი უთხრა - თქვეს თუ - ვარგა!
და სიკვდილმა მოაკითხა, და სოფლიდან ააბარგა
უთხრა: წლები მოსაკრეფად განა მართლა ჭანჭურია,
გეყო, დღემდე რაც დამცინე, ტია-ტია, ჭანტურია!
მასწავლიდა, ცრემლი მალე, არა გვაქვსო მეტი ნება!
როგორ მინდა გავიცინო, მაგრამ ვტირ და მეტირება!
ზოგს - ღიმილით აგონდება, ზოგს- უტირის ნაზი გული,
ვით ტაეპი ამ ლექსისა სიმძიმისგან დაზიდული.

კომენტარი
0