შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

პაგანინი

ნინო დარბაისელი

პაგანინი

შეუთრთოლდა სიმი ღვთიურ ვიოლინოს.
დროა, სასწაული სულს რომ მოევლინოს.
ღმერთო, ვძლებდით როგორ დღემდე უმისონი!
ჰარმონია სრული, სრული უნისონი!
მე ვიხილე სული მაღლით გარდმოსული,
ნათლით შემოსილი მე ვიხილე სული,
როცა დავეცი და უკვე დავიმტვერი,
მე - მოკვდავი კაცი და უკვდავი მტვერი.
ფერნაცვალმა გულმა ოდნავ გაიძგერა,
სივრცეებში როცა მიილია ბგერა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →