შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

აღტაცებული არგენტინული

#ლექსები
ნინო დარბაისელი

აღტაცებული არგენტინული


ო, არა ვინმე ულამაზესი,
უთამამესი,
უმამაცესი ან უმდიდრესი,
უჭკვიანესი ანდა უღრმესი,
ან პერსონაჟი მე - შაჰ-ნამესი”!

ეს ყველა ერთად აქვს ჩემს გენიოსს,
და არავისში არ აგერიოს!

მოვითქვი სული მე უმძიმესი
გულში მყავს
ერთი მე უამესი -
მესი და მესი,
მესი და მესი!

მესიიიიი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →