შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დარტყმის სონეტი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

დარტყმის სონეტი

ჩემპიონატი მიდის,
სკამზე უკუღმა ვზივარ.
დამკარგავი ვარ რიდის
და ყველა კუნთი მტკივა.

ჩახლეჩილი მაქვს ყელი,
ამდენს ვყვირივარ როცა!
ხან რეფერის-ღა ვწყევლი,
ჩან ჩამწოდებელს ვლოცავ.

ზოგჯერ ხომ ფაქიზი ვარ,
ექსტაზი ხელს რომ მტაცებს,
დავხტივარ, ვეღარ ვზივარ,
გინებით ვჯობნი კაცებს!

ეს - რა ჯადოა კარის!
კიდევ ასცდება?! არიიიიიის!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →