შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სარბიელის სონეტი

#ლექსები

მახსოვს, პირველად რომ აქ დავწერე: 2008-ში ომი წავაგეთ,
ომი - ომობანა არაა, არც “” დურაკაა”, აჭრა და ახალ ხელი დაარიგო- მეთქი, გადაირია მთელი ქვეყანა, ამას რას ამბობ, ჩვენ მოვიგეთო!
ვეცადე ამეხსნა, რომ ოკუპაცია - არაა ერთჯერადი აქტი, ეს არის პროცესი, რომელიც სხვადასხვაგვარ აქტებს მოიცავს.
რა აღარ მიწოდეს!
ფეისმა შემახსენა.
ეს - მაშინ დამიწყია და ვერ დამიმთავრებია. ახლა მივეცი ფორმა.

ნინო დარბაისელი

სარბიელი
(სონეტი)

დამპყრობელი ჯარი როცა
მორჩებოდა პირველ ეტაპს -
რომ დამხვდური დაეხოცა,
დავლა ვიღას მოეხვეტა?

საგანგებო ჯგუფი ჰყავდა,
ზოგან - ქმნილი შენაერთად -
ალაფისა მომნახავთა,
მომარბეველ-მარბიელთა.

მერე საქმე მათ ებარათ,
მოეკრიფათ უნდა დავლა,
მტერს ნადავლი ერგება რად,
დამარცხებულს - უნდა სწავლა?

მიდი, ძარცვე, რაღას ელი!
გაქვს მარბიელს - სარბიელი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →