შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დაიკო-ობის სონეტი

#ლექსები
ნინო დარბაისელი

დაიკო-ობის სონეტი

ოღონდაც ზეცას ეთაღა,
ციგაც - გემოზე გეპოხა!
ამ ინერნეტმა დაგვდაღა
მისი დამდგარა ეპოქა.

ფოტოზე - ორნი - ქერადო,
ლოყებზე - მზის თამაშობა.
გინდა? ჩვენც გავიფერადოთ
ჩვენი შავ- თეთრი ბავშვობა,

სულ ახალწლობა! რა - შობა!
ბებიას: - “ბოვში რას შობა!”
ოცნების ჯაგლაგს - რაშობა,
მთლად უმარილოს - მლაშობა.

სხვა თაობაა - “ქრაშობა”
სხვათა “ობაა”, მაშ, ,,ობა”!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →