ჩანაწერი
Laravel
ზაფხული. ღორეშა
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ზაფხული. ღორეშა
შენ გეცვა წინდები და ბაცი კაბები,
ოქროს კულულებში - სამაგრი ყვავილით.
იმ ზაფხულს გადამხდა მთავარი ამბები
მე - თმაგადაკრეჭილს, შავტუხას - ყვავივით.
ფეხი გაგიცურდა, ჩავარდი სკორეში,
მე - გამოვექანე და ხელი დაგტაცე,
არ დაგსვი, ვამტვერე შარაგზა ღორეშის,
ბიჭური ძალ-ღონე უკვირდათ გზად კაცებს.
დილას მოგაკითხე და წაუყვანიხარ…
შენთვის მონაკრეფი შემრჩა ყვავილები.
მოხუცმა დარაჯმა ზედ დამკრა ხელი მხარს-
- სეზონზე დაკეტეს, გეთაყვა, ვილები!
იმ სიყვარულისა სხვა რა გავიხსენო,
მელოდა სარწყავი, ჩემი სარგავი და
ჩემო მაშინდელო, მწარევ, გულის სენო,
აღარც შემხვედრიხარ, ცხოვრება - გავიდა!
ნინო დარბაისელი
ზაფხული. ღორეშა
შენ გეცვა წინდები და ბაცი კაბები,
ოქროს კულულებში - სამაგრი ყვავილით.
იმ ზაფხულს გადამხდა მთავარი ამბები
მე - თმაგადაკრეჭილს, შავტუხას - ყვავივით.
ფეხი გაგიცურდა, ჩავარდი სკორეში,
მე - გამოვექანე და ხელი დაგტაცე,
არ დაგსვი, ვამტვერე შარაგზა ღორეშის,
ბიჭური ძალ-ღონე უკვირდათ გზად კაცებს.
დილას მოგაკითხე და წაუყვანიხარ…
შენთვის მონაკრეფი შემრჩა ყვავილები.
მოხუცმა დარაჯმა ზედ დამკრა ხელი მხარს-
- სეზონზე დაკეტეს, გეთაყვა, ვილები!
იმ სიყვარულისა სხვა რა გავიხსენო,
მელოდა სარწყავი, ჩემი სარგავი და
ჩემო მაშინდელო, მწარევ, გულის სენო,
აღარც შემხვედრიხარ, ცხოვრება - გავიდა!
Laravel
კომენტარი
0