ჩანაწერი
Laravel
სოფლის სამდურავი (სონეტი)
ლექსები
ნინო დარბაისელი
სოფლის სამდურავი
(ციკლიდან - სონეტები დედას)
ჯერაც პირი მაქვს ნამწარი,
ვარ ბევრის უნახავი და
მოხედვაც ვერ მოვასწარი,
მორჩა, გაქროლდა გავიდა!
რამდენი რამე მინდოდა,
სულ სახვალიოდ ნანახი,
ვინ ნახა დღე - უბინდო და
ვინ ლახა - გადასალახი?!
ვინ რისი არის მომგონე,
ვინ სად მოგდია მხარდამხარ?
წუთისოფელი მეგონე,
წამისოფელიც - არა ხარ.
სულ სხვის პრობლემებს მახვევდი,
საჩემოდ ვიცლი?! - გახვედი!
ნინო დარბაისელი
სოფლის სამდურავი
(ციკლიდან - სონეტები დედას)
ჯერაც პირი მაქვს ნამწარი,
ვარ ბევრის უნახავი და
მოხედვაც ვერ მოვასწარი,
მორჩა, გაქროლდა გავიდა!
რამდენი რამე მინდოდა,
სულ სახვალიოდ ნანახი,
ვინ ნახა დღე - უბინდო და
ვინ ლახა - გადასალახი?!
ვინ რისი არის მომგონე,
ვინ სად მოგდია მხარდამხარ?
წუთისოფელი მეგონე,
წამისოფელიც - არა ხარ.
სულ სხვის პრობლემებს მახვევდი,
საჩემოდ ვიცლი?! - გახვედი!
Laravel
კომენტარი
0