ჩანაწერი
Laravel
ნექტარინი- ვაშლატამა (სონეტი)
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ნექტარინი - ვაშლატამა
(სონეტი)
კრეფის დროა - მხურვალეა სეზონები,
დახუნძლულა ბაღები და ეზოები.
ამ სეზონებს ნეტა მე რას ვეზომები,
თითქოს სხვა მაქვს სამიზნ-სამიზეზოები.
ბაღის ბოლოს ხე ვახარე ჯუჯისტანა,
ნაყოფს ჩაკბეჩ და ტკბილ-მჟავე ტვინში ატანს;
- უბუსუსო ატამია - ვაშლატამა,
ადრე გორში ყური მოვკარ “ტიტველ ატამს”.
ნამყნობს ერგო ბევრი რამის გადატანა.
ქარმაც ბევრჯერ თავი გაინამეტანა,
მზის სხივებთან ალერსისას მიატანა,
თქვა: - ამბავი გუშინ ჩიტმა მომიტანა!
მეც ჯიქი ვარ, ჩემი უნდა გამეტანა.
ვაშლს - ევაშლა, ატამს - ატმად ეატამა!
ნინო დარბაისელი
ნექტარინი - ვაშლატამა
(სონეტი)
კრეფის დროა - მხურვალეა სეზონები,
დახუნძლულა ბაღები და ეზოები.
ამ სეზონებს ნეტა მე რას ვეზომები,
თითქოს სხვა მაქვს სამიზნ-სამიზეზოები.
ბაღის ბოლოს ხე ვახარე ჯუჯისტანა,
ნაყოფს ჩაკბეჩ და ტკბილ-მჟავე ტვინში ატანს;
- უბუსუსო ატამია - ვაშლატამა,
ადრე გორში ყური მოვკარ “ტიტველ ატამს”.
ნამყნობს ერგო ბევრი რამის გადატანა.
ქარმაც ბევრჯერ თავი გაინამეტანა,
მზის სხივებთან ალერსისას მიატანა,
თქვა: - ამბავი გუშინ ჩიტმა მომიტანა!
მეც ჯიქი ვარ, ჩემი უნდა გამეტანა.
ვაშლს - ევაშლა, ატამს - ატმად ეატამა!
Laravel
კომენტარი
0