შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დროისა (დედის ნათქვამს სონეტად ვრითმავ)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

დროისა
(გზაში ვარ და დედის ნათქვამს სონეტად ვრითმავ)

განსაცდელი გადაგყრია,
ახლობელი მოკვდა?!
გულს გისერავს რია-რია
მხიარულად მროკთა?

კარზე ლხინი მოგდგომია?!
ცა გეხსნება თავზე?!
ეგ დღეც - ბევრის ნანდომია,
ბევრსაც - შურით ავსებს.

ახდენაზე ფიქრობ ოდეს
გეგმის, ჩანაფიქრის -
დროის, დროის გეშინოდეს!
არ ჩერდება, მიჰქრის.

საძებნია, სამკვიდროა?!
მბრძანებელი - დროა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →