შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მისიონური. თვითგანჩხრეკადი

#ლექსები
ნინო დარბაისელი

მისიონური. თვითგანჩხრეკადი
(სონეტი)


ჩემი ხელობა -
უწყვეტელი თვითგანჩხრეკაა.
მარჩიელობა,
ეჭვები და სულის დრეკაა.

რად ვეხმარები?
უკეთესი მეგონოს თავი?
დაუზარები,
სხვათა სარგოდ დასატვირთავი…

ამპარტავნება
მიდევს სულში, მმართავს, მაწვალებს,
ვიყო თავნება,
რად ვისტუმრებ ვისას, აწ ვალებს?

ნუ მგლოვიარობ,
სჯობს, კარგი ჰქმნა და გაიარო!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →