ჩანაწერი
Laravel
გათენებამდე გალილეაში
#ლექსები
ნინო დარბაისელი
გათენებამდე გალილეაში
გალილეაში ჯერ - ღამე მთებზე,
თევზი - რამდენი!
თოლიებია აქ და მეთევზე -
მათი გამდენი.
გალილეაში - ეს თოლიები
ჰყივიან რაზე? -
ამონათდიო - ბნელს ტოლი ები!
ხილვა - სინაზე:
წყალზე მავალი - ვისია ლანდი,
გალილეაო,
შიში მრავალი მის მოსვლამდი
გაილევაო?
გალილეაში ცად - მბრწყინავი
მიცურავს ნავი.
ნინო დარბაისელი
გათენებამდე გალილეაში
გალილეაში ჯერ - ღამე მთებზე,
თევზი - რამდენი!
თოლიებია აქ და მეთევზე -
მათი გამდენი.
გალილეაში - ეს თოლიები
ჰყივიან რაზე? -
ამონათდიო - ბნელს ტოლი ები!
ხილვა - სინაზე:
წყალზე მავალი - ვისია ლანდი,
გალილეაო,
შიში მრავალი მის მოსვლამდი
გაილევაო?
გალილეაში ცად - მბრწყინავი
მიცურავს ნავი.
Laravel
კომენტარი
0