შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ლინგვისტური სონეტი

#ლექსები
ნინო დარბაისელი

ლინგვისტური სონეტი

მოვიარეთ არმაზი -
- შორ წარსულში ნაგები,
დარბაზი და ქარნაზი,
გრილში - სარკოფაგები.

წარწერებზე ამბობდა:
ეს - ქვა - მარტო ქვააო?!
- მოამბეა ამბორთა,
ტრფობის ბილინგვააო,

ალოგლოტოგრაფული
ნაწერი - გაწაფული.
დარაჯი - გაქაფული:
-ალო, გრეტა! რა - ფული?

მერე ვნახეთ ხახული -
ისიც - წარმოსახული!

- - - -

*ალოგლოტოგრაფია - სხვათა დამწერლობის გამოყენება საკუთარ ენაზე ნათქვამის ჩასაწერად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →