შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უადიალო სონეტი

#ლექსები
ნინო დარბაისელი

უადიალო სონეტი

“მცივაო მარტოს, უადიალოდ”-
მე ვეღარაფერს გიშველი!
არ გვიცხოვრია უიდეალოდ,
გვიყვარდა ბობი ფიშერი.

ქცევა არასდროს არმოიეფის - მეფის -
- თუ გახსოვს, რობერტის
და ავადმყოფის - სულ ავად მყეფის
ხმა შინაგანი: მობერდი!

შორი გვჯეროდა რა მართალ-ჭორი! -
- “დაეცა დაუცავი” და
ელეგანტური, ჯიუტი ჯორი -
- სიმარტოვეში წავიდა.

გმირ-კაცი? მხდალი? - ვერსადგენია
იგი - ჭადრაკის გენია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →