ჩანაწერი
Laravel
სონეტი პოეტებსა და კრიტიკოსებს
#ლექსები
ნინო დარბაისელი
სონეტი პოეტებსა და კრიტიკოსებს
(“ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!”- გალაკტიონი
“პოეზია - ენის ზარდახშაა. გამართულად მწერი პოეტებისადმი ანუ ჩვენი ენის გადამრჩენებისადმი აწ არა - კრიტიკა, მადლიერება გვმართებს!” - ნინოლო მაკიაველი)
ენა, მამული, რწმენა -
მოსაფრთხილებლად გვერგო,
თავისა შესარცხვენად, -
- ხელში გვაკვდები ნერგო,
წინაპართაგან რგულო!
სხვა ენებს არას ვერჩი.
მიბაძვით დაკარგულო,
პოეტებს მაინც შერჩი!
ცა რისხვით მოგვიბრუნდა,
წასვლისკენ დავიცერეთ.
წეროთ ქართულად უნდა,
ოღონდ ქართულად წერეთ!
საფრთხეს ვერა გრძნობთ ჯერეთ?
- ეს სიტყვა დაიჯერეთ!
- - - -
(ექსკლუზიურად თქვენთვის - ბოლოში მქონდა ,, ბებრისა დაიჯერეთ”
დადებისას ისე შევცვალე, როგორაცაა, ვგამახსენდა, რომ მე კი თავი სამოცდახუთი წლის ბებრად მიმაჩნია და მაინც იმ კოლექტიური ცნობიერების პირმშოდ მივიჩნევ თავს, ბებერი - ჭკვიანს რომ ნიშნავდა, მაგრამ ჩემი ხნისანი ახალგაზრდა პოეტებადაც მოიხსენიებიან ზოგან… ეტყობა მიქელ- გაბრიელს უხვევენ თვალებს, ჯერ ადრეაო.)

კომენტარი
0