ჩანაწერი
Laravel
საქართველოში
ნინო დარბაისელი
საქართველოში
- - - - -
ისეთი ცაა, სხივს ღრუბელი გამოუძენძავს.
საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მეძავს.-
ამბობს მეძავი, ქუჩა-ქუჩა დაეძებს მუშტარს
და მთელი ყოფა მოღერებულად ჰქცევია მუშტად.
ცას მთა-გორები თითქოს სილით გადაულესავს.
- საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მლექსავს-
ჯავრობს პოეტი, ეძალება ღვინოს და თრიაქს,
პოეტთა ყოფა დროს თავდაღმა ნიაღვრად მიაქვს.
საცაა, ღამე დედამიწას ბნელით დაფარავს.
- საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მპარავს-
დარდობს ქურდი და ქურდის ქურდი ქურდს ემტერება,
მათგან მოელის მთელს ქვეყანას გადამტვერება.
წამოყრის ღამე ძველ ტკივილებს, ჯერ მოუშუშარს.
- საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მუშას.
ამბობს მუშა და უფულობა უცებ ახელებს,
ამაო შრომით მიმობეჟილს დახედავს ხელებს.
ცაზე იმხელა მთვარე გორავს, დოლაბს ეტოლვის.
- საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება ლტოლვილს.-
ამბობს ლტოლვილი, გაღუნულ ლურსმნებს შინ ეზიდება.
სამშობლოვ ჩემო, ზეცას ასწვდა შენი დიდება!
აცივდა, ცაში ანგელოზებმა უმატეს ხველას.
- საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება ყველას.-
ამბობს ყველა და ყველა ყველას მტრად ეკიდება.
ცხრავე ცას ასცდა, სამშობლოვ ჩემო, შენი დიდება!

კომენტარი
0